მიხეილ სააკაშვილი - დასავლეთის ქვეყნებში საქართველოს იმიჯი იმდენადაა დაზარალებული, რომ იქიდან ტურიზმის ზრდა აღარ ხდება


ავტორი
Front News საქართველო
სასწრაფოდ უნდა მოვუღოთ ამ ტენდენციას ბოლო, ჩავკეტოთ ტურისტული ბიზნესი რუსული კომპანიებისთვის და ამისთვის საჭიროა რეჟიმის მოშორება, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.
"ჩემი პრეზიდენტობის დროს საქართველოში ტურიზმი გაიზარდა 50 ათასიდან 7 მილიონამდე. ჩემი ამოცანა თავიდანვე იყო ის რომ ამ ზრდას მოჰყოლოდა საქართველოს პოზიტიური იმიჯის დამკვიდრება მთელს მსოფლიოში და ის რომ ქართველების მაქსიმალურად დიდ პროცენტს მატერიალური სარგებელი მიეღოთ ტურიზმის ბუმით.
რა ხდება ამათ პირობებში? ჩვენი ტურიზმი მთლიანად გადაორიენტირდა რუსებზე და აჭარის შემთხვევაში თურქებზე, თანაც თურქული ტურიზმი ძირითადად ჰგავს ტრაბზონში და რიზეში ტურიზმის მეორეხარისხოვან გაგრძელებას, იმის მაგივრად რომ მოგვეზიდა თურქული ელიტური ტურიზმი.
რუსების შემთხვევაში შემოდიან ძირითადად ძალიან ბანძი წარმომადგენლები. ამ ისედაც ძალიან მდარე ხარისხის ქვეყნის, დაახლოებით იგივე ხალხი რაც ადრე დადიოდა აფხაზეთში, ახლა შეესია დანარჩენ საქართველოს.
დასავლეთის ქვეყნებში საქართველოს იმიჯი იმდენადაა დაზარალებული, რომ იქიდან ტურიზმის ზრდა აღარ ხდება.
გარდა ყველაფრისა რუსებმა იმავე ბათუმში, შარშანდელთან შედარებით ორჯერ გააძვირეს თითქმის ყველაფერი და ქართველი დამსვენებლები ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.
რაც შეეხება ტურისტულ ბიზნესს, აქაც სახეზეა რუსული ექსპანსია, რომელიც ავიწროებს ქართულ ბიზნესს, ვინაიდან ტურისტები შემოჰყავთ რუსულ ტურისტულ კომპანიებს, ემსახურებიან რუსების მფლობელობაში მყოფი სასტუმროები და კვების ობიექტები და ეს აღმავალი ტრენდია
სასწრაფოდ უნდა მოვუღოთ ამ ტენდენციას ბოლო, ჩავკეტოთ ტურისტული ბიზნესი რუსული კომპანიებისთვის და ამისთვის საჭიროა რეჟიმის მოშორება", - წერს სააკაშვილი.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს