მიხეილ სააკაშვილი – დღემდე მაძლიერებს იმ გმირი ბიჭების თავდადება და შემართება, რომლებმაც სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლეს, ასჯერ უფრო დიდი მტრის წინააღმდეგ!

ავტორი
Front News საქართველო
აგვისტოს ომი იყო ტრაგედია, რომელმაც ღრმა კვალი დატოვა ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.
“გადამწვარი სახლები და დაბომბილი ქალაქები, გაუბედურებული ოჯახები და ობლად დარჩენილი ბავშვები – აგვისტოს ომი იყო ტრაგედია, რომელმაც ღრმა კვალი დატოვა ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში.
ჩემთვის, როგორც მთავარსარდლისთვის, ორმაგად მტკივნეული იყო იმის ყურება თუ როგორ ესხმოდა თავს რუსული არმია მშვიდობიან მოსახლეობას! როგორ ნადგურდებოდა თანამედროვე საქართველო, მაგრამ ისევე, როგორც ყველა ქართველს, დღემდე მაძლიერებს იმ გმირი ბიჭების თავდადება და შემართება, რომლებმაც სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლეს, ასჯერ უფრო დიდი მტრის წინააღმდეგ!
მათი სახელების უკვდავსაყოფად შემოვიღეთ ტრადიცია – მოგონების ყაყაჩო. სიმბოლურად, გმირების სისხლით შეფერილი ლამაზი ქვეყანა, რომელიც განადგურებას გადავარჩინეთ”, – წერს სააკაშვილი.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FSaakashviliMikheil%2Fposts%2F827227082106224%3A111847915338119&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”783″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი




