
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებას ეხმაურება.
“დღეს პუტინმა თვითონ დააჩქარა მისი რეჟიმის დასრულება და რუსეთის დაშლა. მან პრაქტიკულად აღიარა, რომ აგებს ომს და იყენებს ბოლო არგუმენტს – ბირთვულ იარაღს. ბირთვული იარაღის ნებისმიერი გამოყენება აუცილებლად პირდაპირ ჩართავს ომში დასავლეთს, ამერიკის მეთაურობით.
F35-ით დამომბვის რამდენიმედღიან კამპანიას შეუძლია რუსეთის არმიის სრული განადგურება. მობილიზაციაც ის წითელი ხაზია რუსეთის შიგნით, რომლის გადალახვაც ბოლომდე ძირს უთხრის რეჟიმისადმი მხარდაჭერას. წლის ბოლომდე პუტინი აღარ იქნება ხელისუფლებაში და რუსეთი იქნება სრულ ქაოსში.
პუტინმა ისევ ხაფანგში შეიყვანა საკუთარი თავი, რომლიდანაც კარგი გამოსავალი არ არსებობს. ბირთვული იარაღის გამოყენებას ასეთ დასუსტებულ პუტინს არავინ შეარჩენს თუნდაც იმის გამო, რომ ჩინეთს არ გაუხსნას ხელები ტაივანთან მიმართებაში”, – წერს სააკაშვილი.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს