
ავტორი
Front News საქართველო
დიახ, ჩვენ ვიბრძოლებთ და სწორედ ამიტომ ვარ აქ, რომ ჩვენს ხალხს საკუთარი თავისუფლების, ჯანმრთელობისა და თუნდაც სიცოცხლის ფასად ამ ბრძოლაში დავეხმარო, – წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
“ამერიკის პრეზიდენტმა ქართველ ხალხს ისევე, როგორც ბელარუსებს და მოლდოველებს ბრძოლისაკენ მოუწოდა.
დააკვირდით, რომ არც ბელარუსი და არც მოლდოვა ფორმალურად ნატო-სკენ არ მიისწრაფვიან.
ჩემი პრეზიდენტობის დროს, საქართველოს მოიხსენიებდნენ როგორც სახელმწიფოს, რომელიც სანიმუშო იყო რეგიონში. ახლა კი ბელარუსული რეჟიმის გვერდზე გვახსენებენ და არა საქართველოს მთავრობას, არამედ ქართველ ხალხს მოუწოდებენ ბრძოლისკენ.
დიახ, ჩვენ ვიბრძოლებთ და სწორედ ამიტომ ვარ აქ, რომ ჩვენს ხალხს საკუთარი თავისუფლების, ჯანმრთელობისა და თუნდაც სიცოცხლის ფასად ამ ბრძოლაში დავეხმარო”, – წერს სააკაშვილი.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს