მიხეილ სააკაშვილი – დიდი ცვლილებების დროა და ნურავის ჰგონია, რომ არჩევნებს მოიპარავს

ავტორი
Front News საქართველო
მე აქ ვარ, ჩემს პრინციპებს არ ვიცვლი, ვდგავარ იქ, სადაც სხვაგვარად არ ძალმიძს. მაქვს წარმოუდგენლად დიდი გამოცდილება. დიდი ცვლილებების დროა და ნურავის ჰგონია, რომ არჩევნებს მოიპარავს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ჩართვისას განაცხადა.
მისი თქმით, ახლა ქვეყანაში დიდი ცვლილებების დროა.
“დიდი ცვლილებების დროა და ნურავის ნუ ჰგონია, რომ არჩევნებს მოიპარავს, იმიტომ, რომ სერბეთში ბევრად უფრო ძლიერი მთავრობაა, ბევრად უფრო ძლიერი ოლიგარქები ჰყავს, პრეზიდენტიც ეკონომიკურად ძალიან მძლავრად არის მხარდაჭერილი და სერბეთში ჩაატარა საპარლამენტო არჩევნები, რაღაც იხიმანდრა და ეუთომ ამ არჩევნების შედეგები პრაქტიკულად გააუქმებინა. ეს არის იმ ხალხის გასაგონად, ვინც თვლის, რომ ამ საარჩევნო კომისიაზე უნდა იყოს სხვადასხვა მაქინაციები. მე აქ ვარ, ჩემს პრინციპებს არ ვიცვლი, ვდგავარ იქ, სადაც სხვაგვარად არ ძალმიძს. მაქვს წარმოუდგენლად დიდი გამოცდილება”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ყურადღების გადატანა უაზრო თემებზე ხდება.
“ყოველთვის მამოძრავებდა ერთი რამ, ქართველი ხალხის ეკონომიკური კეთილდღეობა და საქართველო უნდა ყოფილიყო შურის საგანი მთელ მსოფლიოსთვის, ახლა უხერხულად არ გვიმჩნევენ და უაზრო კინკლაობა მიდის და უაზრო თემებზე მიდის ყურადღების გადატანა. უნდა დავუბრუნდეთ საქმეს, საქმის დროა, საქმე ლაპარაკის ნაცვლად, საქმე კინკლაობის ნაცვლად, საქმე უმუშევრობის და უპერსპექტივობის ნაცვლად, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი მომავალი და საქართველოს უკეთესი დღეები არის წინ და ვაპირებ, მათ მოახლოებაში აქტიურ მონაწილეობას”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი




