Logo

მიხეილ სააკაშვილი - აღარ უნდა დასრულდეს ამ ოჯახის მრავალწლიანი ტანჯვა?

პოლიტიკა
40
Frontnews image description

აღარ დადგა დრო, რომ საზოგადოებამ აღიაროს ის, რომ ახალაია სრულიად შეთითხნილი ბრალდებებით იყო გასამართლებული და ბოლოს და ბოლოს, აღარ უნდა დასრულდეს ამ ოჯახის მრავალწლიანი ტანჯვა?, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ქიმიური სკანდალი ლილუაშვილით გადაფარეს და ლილუაშვილი ახალაიათი.

"ქიმიური სკანდალი ლილუაშვილით გადაფარეს, ლილუაშვილი ახალაიათი.

ძალიან ცუდად იცნობენ ესენი ბაჩოს, თუ თავის პატარა ბინძური ჭკუით ფიქრობენ, რომ მისი მეუღლის დაჭერის მუქარით, ბაჩოსგან რამე აღიარებას მოიპოვებენ.

და საერთოდ, აღარ დადგა დრო, საზოგადოებამ აღიაროს ის, რომ ახალაია სრულიად შეთითხნილი ბრალდებებით იყო გასამართლებული და ბოლო-ბოლო აღარ უნდა დასრულდეს ამ ოჯახის მრავალწლიანი ტანჯვა?

კარგი, ვაშლის თლისთვის მისი დაჭერა 2013 წელს გაატარეთ და ახლა მაინც ამოიღეთ ხმა ზოგიერთმა ამ უსამართლობაზე!", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები