მიხეილ სააკაშვილი – ძლიერ გულსატკენი, არაადამიანური და დაუმსახურებელი თავდასხმები ვერ შეარყევს ჩემს რწმენას და სიყვარულს დედა ეკლესიის მიმართ


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შერიგებასთან დაკავშირებით მეუფე შიოს განცხადებას ეხმაურება.
“ძლიერ გულსატკენი, არაადამიანური და დაუმსახურებელი თავდასხმები, საიდანაც არ უნდა იყოს ნაკარნახევი, ვერ შეარყევს ჩემს რწმენას მთლიანობაში და ვერც ჩემს სიყვარულს ჩვენი დედა ეკლესიის მიმართ”, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
“დღეს საუბრობენ საყოველთაო შერიგებაზე. სხვათა შორის, ხშირად არასწორად განმარტავენ ქრისტიანულ სწავლებას, ამბობენ, რომ ყველას ყველაფერი უნდა აპატიო, ყოველთვის ყველას უნდა შეურიგდე. ასეთი რამ სახარებაში არ გვიწერია და, გარდა იმისა, რომ სამართლიანი სასჯელითაც უნდა აღიკვეთოს ბოროტება, ასევე ზოგჯერ, უკიდურეს შემთხვევებშიც, უნდა მოვიკვეთოთ ასეთი ადამიანი, პირად მტერზეა საუბარი, მოვიკვეთოთ ჩვენი ცხოვრებიდან ან საზოგადოებიდან”, – განაცხადა საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საკვირაო ქადაგებაზე.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FSaakashviliMikheil%2Fposts%2F412692050226398&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”207″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი