მიხეილ სააკაშვილი – ე.ი. ყველა ვისაც შია, სწყურია, ბავშვებს ვერ აჭმევს და ვერ აძლევს განათლებას, თურმე ნაციონალია და ვინც გაზულუქებულია, თავგასულია, ხალხს ძარცვავს – არის ქოცი


ავტორი
Front News საქართველო
ე.ი. ყველა ვისაც შია, სწყურია, ბავშვებს ვერ აჭმევს და ვერ აძლევს განათლებას, თურმე ნაციონალია და ვინც გაზულუქებულია, თავგასულია, ხალხს ძარცვავს – არის ქოცი, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა.
ექსპრეზიდენტი სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოში საწვავის ფასის ზრდასთან დაკავშირებულ საპროტესტო აქციებს შეეხო და აღნიშნა, რომ მთავრობამ საკუთარ კომფორტზე უარის თქმის ხარჯზე უნდა მოახდინოს ფასების შემცირება.
“გუშინ გამოვიდა ხალხი და ითხოვდა მოხსენით აქციზი, დღეს გამოვიდა მთავრობა და თქვა, ყველა ვინც გამოდის ქუჩაში არის ნაციონალი და თუ ჩვენ შევამცირებთ დღგ-ს, დავკარგავთ მილიარდ ლარს. ამათ მართლა დეგენერატები ხო არ ვგონივართ? 1 მილიარდი არის 200 მილიონი, რომელსაც ისინი ხარჯავენ მანქანებზე, 1 მილიარდი ლარის არის 400 მილიონი, რომელსაც ხარჯავენ პრემიებზე, მათ შორის პროკურატურაზე, სასამართლოზე, ხალხის დაშლაზე, რამდენიმე ასეული მილიონი ლარი არის ის, რასაც ისინი ხარჯავენ მაგალითად, პროკურატურის ახალი შენობის აშენებაზე და სხვა უამრავ ადმინისტრაციულ ხარჯებზე. …უკვე 2 მილიარდი ლარი თავისუფლად შეიძლება ამოიღო ბიუჯეტიდან, რომ ახალ სავარძლებში და ახალ მანქანებში არ გადასხდნენ ისინი და ეს რეალურად გადაწყვეტს ამ პრობლემას.
ე.ი. ყველა ვისაც შია, სწყურია, ბავშვებს ვერ აჭმევს და ვერ აძლევს განათლებას, თურმე ნაციონალია და ვინც გაზულუქებულია, თავგასულია, ხალხს ძარცვავს – არის ქოცი.ქოცი და ნაცი აქ არაფერ შუაშია, აქ არის ქართველი ხალხი“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი