მიხეილ სააკაშვილი - ეგეთმა ხალხმა შეძლო გაერთიანება, ჩვენ რაღა დაგვემართა, თუ მართლა რაღაც წყევლა გვაქვს?

ავტორი
Front News საქართველო
მე და ბურჯანაძე სამი წელი საერთოდ არ ველაპარაკებოდით ერთმანეთს "ვარდების რევოლუციის“ წინ, იმიტომ რომ მე უკმაყოფილო ვიყავი მისი საქმიანობით, მაგრამ ეგრევე გადავდე გვერდზე ყველანაირი პირადი წყენა, როცა საქმეს ასე დასჭირდა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"ერთიანობასთან დაკავშირებით მინდა გავიხსენო მალაიზიის მაგალითი. სწორედ იმ დღეებში, როცა მალაიზიას ვესტუმრე მათი ეკონომიკური მოდელის შესასწავლად 1998-ში, მაშინდელმა პრემიერ - მინისტრმა მაჰატირ მოჰამედმა დააპატიმრა ვიცე-პრემიერი ანვარი ბინძური ბრალდებებით. ანვარმა ციხეში 15 წელზე მეტი გაატარა. ამასობაში მაჰატირი ხელისუფლებაში ჩაანაცვლა რეზაკმა, რომელიც უკიდურესად კორუმპირებული და ავტორიტარული აღმოჩნდა. მორიგი არჩევნების წინ მაჰატირი მივიდა ანვარის ცოლთან და შესთავაზა წარსულის დავიწყება და ალიანსის გაკეთება. ასეც მოხდა და რეზაკმა წააგო არჩევნები.
დღეს 101 წლის მაჰატირი მალაიზიაში მშვიდად ცხოვრობს, ხოლო ანვარი პრემიერ-მინისტრია. ჰოდა ეგეთმა ხალხმა შეძლო გაერთიანება, ჩვენ რაღა დაგვემართა, თუ მართლა რაღაც წყევლა გვაქვს?
ცნობისთვის, მე და ბურჯანაძე სამი წელი საერთოდ არ ველაპარაკებოდით ერთმანეთს „ვარდების რევოლუციის“ წინ, იმიტომ რომ მე უკმაყოფილო ვიყავი მისი საქმიანობით, მაგრამ ეგრევე გადავდე გვერდზე ყველანაირი პირადი წყენა, როცა საქმეს ასე დასჭირდა“,- წერს მიხეილ სააკაშვილი.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


