მიხეილ სააკაშვილი – ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი, სანქციები გაგრძელდება


ავტორი
Front News საქართველო
გუშინ მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, ევროკავშირმა პირველად შემოიღო სანქციები დიპლომატიური პასპორტის მქონე მოქალაქეებისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ჩართვისას განაცხადა.
სააკაშვილმა ჟურნალისტებს და აქტივისტებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.
“გუშინ მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, ევროკავშირმა პირველად შემოიღო სანქციები დიპლომატიური პასპორტის მქონე მოქალაქეებისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი. ეს სანქციები გაგრძელდება.
დიდი მადლობა მინდა, ვუთხრა ქუჩაში მყოფ ყველა მოქალაქეს, ჟურნალისტებს. მინდა, გითხრათ, რომ საქართველოს სახელმწიფო აპარატში დაუშვეს, დანიშნონ რუსების ენის ცოდნა საქართველოს მოქალაქეობის გარეშე. ეს არის, რაც რუსეთმა გააკეთა 2004 წლის შემდეგ ცხინვალში. მეც ვარ სხვა ქვეყნის თანამდებობის პირი, კერძოდ, უკრაინაში, მაგრამ მე უკრაინაში მაკავშირებდა მრავალი წლის სიყვარული, ურთიერთობა და რა თქმა უნდა, უკრაინის მოქალაქეობა”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი

ნიკა გვარამია – მიხეილ სააკაშვილი ცუდად არ არის, მიხეილ სააკაშვილი არის ძალიან ცუდად, ეს რეჟიმი ამ კაცს მოკლავს

მიხეილ სააკაშვილი – ბოლო ნაბიჯი დაგვრჩა გადასადგმელი და ეს სიცრუის, ბოროტების და ჩაგვრის კართაგენი აუცილებლად დაინგრევა

ბექა ბასილაია – ანალიზების მონაცმები არის ძალიან შემაშფოთებელი, მიხეილ სააკაშვილი საჩქაროდ არის გადასაყვანი სამოქალაქო კლინიკაში