Logo

მიხეილ სააკაშვილი - ეს არის ის ვითარება, როცა ყველამ უნდა გამოვიჩინოთ ძალიან დიდი სიფრთხილე, მაგრამ ასევე ღირსების დაცვა

პოლიტიკა
130
Frontnews image description

ელჩებზე თვალთვალი რატომ გვიკვირს? ამათთვის მთავარი ქურდი არის პუტინი. ბიძინა არის ძველი ბიჭი და ძველი ბიჭის ფუნქცია რა არის - დაჩაგვრა წესიერად მომქცევი ადამიანების, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სააპელაციო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმის პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის ის ვითარება, როცა ყველამ უნდა გამოიჩინოს ძალიან დიდი სიფრთხილე, მაგრამ ასევე ღირსების დაცვა.

“ელჩებზე თვალთვალი რატომ გვიკვირს? ამათთვის მთავარი ქურდი არის პუტინი. ბიძინა არის ძველი ბიჭი და ძველი ბიჭის ფუნქცია რა არის - დაჩაგვრა წესიერად მომქცევი ადამიანების, ელჩები, ევროპელები წესიერად იქცევიან, თავს გიხრიან, გიღიმიან, აი ესენი უნდა დაჩაგრონ - ხუთოსნები და წესიერად მომქცევი ადამიანები.

რაც შეეხება გაერთიანებას, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გაერთიანება, რომელიც არის ოპოზიციური, ამ გაერთიანებამ ყველა ამ საკითხზე მოახდინოს რეაგირება, ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ეს სანქციები მართლა გახდეს ყოვლისმომცველი, ჩვენ ამ სანქციებზე უნდა ვიმუშაოთ... ოპოზიციამ უნდა ამხილოს, ოპოზიციამ უნდა ჩახერგოს ყველა გზა ამ რეჟიმისთვის, ოპოზიციამ არ უნდა დაუშვას ამ ურთიერთობის ნორმალიზაცია. ნორმალური ხელისუფლების მოქმედება ამ პირობებში იქნებოდა - ძალიან დიდი სიფრთხილე, ეს არის ის ვითარება, როცა ყველამ უნდა გამოვიჩინოთ ძალიან დიდი სიფრთხილე, მაგრამ ასევე ღირსების დაცვა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ე.წ. პიჯაკების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილსა და სდსს-ს ყოფილ უფროსს თეიმურაზ ჯანაშიას სახელმწიფოს სასარგებლოდ ბიუჯეტში ჯამში 9 მილიონ ლარამდე თანხის გადახდა დაავალა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები