Logo

მიხეილ სააკაშვილი - ეს არის კრიმინალური რეჟიმის უკიდურესი პანიკის და უმწეობის გამოხატულება

პოლიტიკა
363
Frontnews image description

დიქტატორმა ივანიშვილმა მუხანათურად დააკავა ოპოზიციის ნამდვილი ლიდერები, ლევან ხაბეიშვილი და მურთაზ ზოდელავა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ეს არის კრიმინალური რეჟიმის უკიდურესი პანიკის და უმწეობის გამოხატულება.

"დიქტატორმა ივანიშვილმა მუხანათურად დააკავა ოპოზიციის ნამდვილი ლიდერები, ლევან ხაბეიშვილი და მურთაზ ზოდელავა. ეს არის კრიმინალური რეჟიმის უკიდურესი პანიკის და უმწეობის გამოხატულება. აღარაფერს ვამბობ იმ სამარცხვინო უბადრუკ მოტივებზე, რომლითაც ისინი დაიჭირეს.

ჩვენ გვჭირდება საყოველთაო მობილიზაცია და შეტევაზე გადასვლა. აუცილებლად გავიმარჯვებთ! დიდება საქართველოს!“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

Advertisement