Logo

მიხეილ სააკაშვილი - ეს არის ლევან ხაბეიშვილის გაფრთხილება, რასაც მოჰყვება პარტიის ლიდერების დაპატიმრებები

პოლიტიკა
467
Frontnews image description

ეს არის ლევან ხაბეიშვილის გაფრთხილება, რასაც მოჰყვება პარტიის ლიდერების დაპატიმრებები, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, "ვარდების რევოლუციამ“ დაამხო ივანიშვილის მსგავსი კრიმინალური სინდიკატის რეჟიმი.

"ვარდების რევოლუციამ“ დაამხო ივანიშვილის მსგავსი კრიმინალური სინდიკატის რეჟიმი თბილისში და ბათუმში. "ვარდების რევოლუცია“ დღეს მსოფლიოში არის ჩვენი ბრენდი, ესენი კი დღესაც რევოლუციით აშინებენ ხალხს? 

რამდენიმე ხნის წინ მე გაფრთხილებდით, რომ დაიწყებოდა შეტევა „ნაციონალური მოძრაობის" წევრებზე, რისი მოწმეც უკვე გავხდით, დააკავეს ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრი, ლაშა ცანავა, რომელიც ეხმარებოდა ლევან ხაბეიშვილს სხვადასხვა საქმეების გამოძიებაში. ეს არის ლევან ხაბეიშვილის გაფრთხილება, რასაც მოჰყვება პარტიის ლიდერების დაპატიმრებები“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრ ლაშა ცანავას პატიმრობა შეუფარდა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები