მიხეილ სააკაშვილი – ეს გარდაუვლად მიგვიყვანს რუსეთის იმპერიის ჩამოშლამდე და რუსეთის, როგორც სახელმწიფოს გაუქმებამდე


ავტორი
Front News საქართველო
ახლა მაინც ხო დარწმუნდა ყველა, რომ აგრესორს არ ჭირდებოდა არანაირი საბაბი შემოჭრისთვის. ზელენსკიმ ყველაფერი გააკეთა, რომ არ ეპასუხა რუსული პროვოკაციებისთვის, თუმცა არ უშველა, – ამის შესახებ პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთმა ომი მთელ მსოფლიოს გამოუცხადა, რაც დამთავრდება მისი მარცხითა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით.
“პუტინმა დაიწყო ომის უკრაინის წინააღმდეგ, მისი მიზანია უკრაინის სახელმწიფოს გაუქმება, რასაც შემდეგ უბრძოლველად მოყვება საქართველოს შემოერთება და რუსეთის იმპერიის აღდგენა. ეს არის უდიდესი საკითხი. ახლა მაინც ხო დარწმუნდა უკანასკნელი ადამიანიც, რომელიც არსებობს, რაც არ უნდა მექნა მე 2008-ში, სულ რომ თითი არ გამენძრია, აგრესორს არ ჭირდებოდა არანაირი საბაბი შემოჭრისთვის.
ზელენსკიმ ყველაფერი გააკეთა, რომ არ ეპასუხა რუსული პროვოკაციებისთვის, არ უშველა, როდესაც მიდის დათვი შესაჭმელად, რამდენი “ბაბაიაც” არ უნდა ეძახო, არ შველის.
ეს არის დიდი ტრაგედია, ამ ომს მოყვება დიდძალი მსხვერპლი, ეს არის მთავარი და გადამწყვეტი ამბავი ჩვენთვის.
კარგი ამბაცი არის ერთი, რაც არ უნდა გააკეთოს, რუსეთმა და ის მიიტაცებს გარკვეულ ტერიტორიას, მაგრამ ბოლოს და ბევრად უფრო მალე, ვიდრე ბევრს ჰგონია, ეს გარდაუვლად მიგვიყვანს რუსეთის იმპერიის ჩამოშლამდე და რუსეთის, როგორც სახელმწიფოს გაუქმებამდე.
რუსეთმა ომი გამოუცხადა მთელ მსოფლიოს, ეს დამთავრდება მათი გაუქმებითა და ჩვენი ოკუპირებული რეგიონების უცილობლად საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებთ”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
