
ავტორი
Front News საქართველო
ნუთუ არ გესმით, რომ საქართველოში რიყეზე აშენებული რიყის თეატრი იყო თქვენი კუთვნილება, რომელსაც თქვენ გართმევენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მისივე თქმით, რიყის დოქები მსოფლიოს მასშტაბით წლის საუკეთესო პროექტად იქნა დასახელებული, რომელსაც ახლა ქართველ ხალხს უნგრევენ.
"ეს უზურპატორი დიქტატორი ისრულებს დიდი ხნის სანუკვარ ოცნებას - რიყის თეატრის დანგრევას. ამას აკეთებს ქურდულად და აკეთებს იმიტომ, რომ ჩათვალა ქართველი ხალხი ბოლომდე "დააჩმორა", ბოლომდე დააკარგვინა წინააღმდეგობის უნარი და ახლა ყველაფრის გაკეთება შეუძლია, მათ შორის ყველა პოლიტიკური ლიდერის დაჭერა, როცა მსოფლიო სხვა რაღაცებზეა გადართული. ამის შემდეგ კი გამოცხადდება ივანიშვილის ოჯახური დინსტია და საქართველო ოფიციალურად გადაფორმდება მის უცხოპლანეტელ მემკვიდრეებზე.
ნუთუ არ გესმით, რომ საქართველოში რიყეზე აშენებული რიყის თეატრი ეს არის სააკაშვილის ახირება, ეს იყო მასიმილიანო ფუქსასის გენიალური ქმნილება, რომელიც დაასახელეს წლის საუკეთესო პროექტად მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ეს არ იყო არც სააკაშვილის, არც ვინმე ცალკეული შემსრულებლის ან ხელოვანის, ეს იყო თქვენი კუთვნილება, რომელსაც თქვენ გართმევენ, თქვენ გინგრევენ", - განაცხადა სააკაშვილმა.
რიყის დოქების დემონტაჟისთვის მზადება დაწყებულია. სამუშაოები 25 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს