
ავტორი
Front News საქართველო
რუსეთმა ცალმხრივად აღიარა აფხაზეთის და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობა, რასაც არ ჰქონდა ლეგალური საფუძველი და იყო შეცდომა, – წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
“2008 წლის 10 აგვისტოს, რუსული ჯარები უახლოვდებოდნენ თბილისს.
სწორედ ამ დროს სარკოზიმ მოსკოვიდან დოკუმენტი ჩამოიტანა, რომლის მიხედვითაც სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სტატუსი მომავალში, საერთაშორისო მოლაპარაკების შედეგად უნდა განსაზღვრულიყო.
სარკოზი მაფრთხილებდა, რომ თუ ხელს არ მოვაწერდი, მე მომკლავდნენ. რა თქმა უნდა, მე უარი ვთქვი.
ამის შემდეგ, რუსეთმა ცალმხრივად აღიარა აფხაზეთის და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობა, რასაც არ ჰქონდა ლეგალური საფუძველი და იყო შეცდომა.
ეს მოცემულობა კი ჩვენი მხრიდან ტერიტორიების დაბრუნების საწინდარია”, – წერს სააკაშვილი.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს