მიხეილ სააკაშვილი – ეს ნარკომანი არაკაცი არის ქოცების კოლექტიური სახე


ავტორი
Front News საქართველო
“ეს ნარკომანი, არაკაცი არის ქოცების კოლექტიური სახე” – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხატია დეკანოიძეზე თავდამსხმელზე სოციალურ ქსელში წერს.
“აი, ასეთების იმედზე არიან დღეს, საქართველოს ხელისუფლების მიმტაცებლები და უზურპატორები – ამათ გარდა, პრაქტიკულად მათ არავინ არ დარჩათ, ეს ნარკომანი არაკაცი არის ქოცების კოლექტიური სახე. მათ სურთ, რომ ყველა ნორმალურმა დატოვოს საქართველო და მხოლოდ ასეთები დარჩნენ, ამათი მართვა და დაგეშვა ხომ ძალიან ადვილია – ვერ ეღირსება! ყველაფერი, სულ მალე შემოტრიალდება.
საზოგადოების ჯანსაღმა ნაწილმა უნდა მოახერხოს დაორგანიზება და საკუთარი თავის დაცვა მოძალდეებისგან, კრიმინალებისგან, ყაჩაღებისგან – სხვანაირად, არაფერი არ გამოგვივა იმ პირობებში, როცა პოლიცია და სახელმწიფო აპარატი ხალხს, აღარ იცავს”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა პირმა დღეს ხატია დეკანოიძისთვის მანქანის დაჯახება სცადა და შეურაცხყოფა მიაყენა


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს