მიხეილ სააკაშვილი – ეს ნიშნავს ომის საბოლოოდ გარდატეხას უკრაინის თავისუფალი სამყაროს სასარგებლოდ

ავტორი
Front News საქართველო
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დღეს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღესასწაულზე, გამოაცხადა უკრაინისთვის მორიგი უპრეცედენტო 3 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.
“ეს ნიშნავს ომის საბოლოოდ გარდატეხას უკრაინის თავისუფალი სამყაროს სასარგებლოდ.
ჩვენები ამზადებენ დიდ კონტრშეტევას და ამ ახალი იარაღის დახმარებითაც უკრაინა შემოდგომაზე დაიბრუნებს ხერსონს და ზაპოროჟიეს ცალკეულ რაიონებს.
მას შემდეგ, რაც ოქტომბერში ამერიკა აამოქმედებს ლენდლიზს გაიხსნება გზა დონბასის, ყირიმის, მთელი უკრაინის გასათავისუფლებად და აგრესორის საბოლოოდ დასამარცხებლად”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი




