
ავტორი
Front News საქართველო
მე ვპროგნოზირებ არამხოლოდ რუსეთის მანქანის სწრაფ ჩამოშლას, არამედ იმას, რომ ამ ჩამოშლას პუტინის რეჟიმიც მიყვება, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.
“რუსეთმა გუშინ აღიარა თითქმის 10 ათასი დაღუპული ჯარისკაცი 1 თვეში. ავღანეთში, დღევანდელ რუსეთზე ორჯერ დიდმა საბჭოთა კავშირმა, 10 წელიწადში 14 ათასი დაკარგა. ჩეჩნეთის ორივე სასტიკ ომში რუსეთმა დაკარგა 2-ჯერ ნაკლები.
ეს რიცხვი აჩვენებს, რომ დამთავრებულია რუსეთის საქმე. მე ვპროგნოზირებ არამხოლოდ რუსეთის მანქანის სწრაფ ჩამოშლას, არამედ იმას, რომ ამ ჩამოშლას პუტინის რეჟიმიც მიყვება“, – წერს სააკაშვილი.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს