მიხეილ სააკაშვილი - ეს საუკუნეების განმავლობაში რუსეთის ყველაზე დიდი მარცხია, რასაც აუცილებლად მოჰყვება დიდი ცვლილებები ჩვენთან რეგიონშიც


ავტორი
Front News საქართველო
ფრონტზე რუსები არათუ წინ ვერ მიიწევენ, არამედ ახლა უკრაინაა შეტევაზე. უბრალოდ, პუტინი ცდილობს ომის დასრულება მის დამარცხებად არ გამოჩნდეს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.
"პრეზიდენტ ზელენსკის ტრიუმფი ვაშინგტონში!
ტრამპი - ზელენსკის მოლაპარაკებები ჰგავდა ორი შეყვარებულის შეხვედრას. უპრეცედენტო შეხვედრაზე მთავარი თემა იყო უკრაინისთვის ამერიკის და ევროპის სამხედრო თავდაცვის გარანტიების მიცემა, რაზეც ტრამპი და ევროპელები შეთანხმდნენ და ეს ნიშნავს ნატოს სამოკავშირეო ხელშეკრულების მე-5 პუნქტის ტიპის დაცვის მოპოვებას.
პუტინი დათანხმდა ზელენსკისთან შეხვედრას, სინამდვილეში მას სხვა გამოსავალიც არ აქვს, ვინაიდან რუსეთის ბიუჯეტში ისტორიაში ყველაზე დიდი დეფიციტია. ფრონტზე რუსები არათუ წინ ვერ მიიწევენ, არამედ ახლა უკრაინაა შეტევაზე. უბრალოდ, პუტინი ცდილობს ომის დასრულება მის დამარცხებად არ გამოჩნდეს.
თუმცა, ეს ყველა შემთხვევაში საუკუნეების განმავლობაში რუსეთის ყველაზე დიდი მარცხია, რასაც აუცილებლად მოჰყვება დიდი ცვლილებები ჩვენთან რეგიონშიც", - წერს სააკაშვილი.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს