
ავტორი
Front News საქართველო
დღეს, ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ ანგარიშის მოსმენისას, ევროპარლამენტმა კვლავ გაიმეორა ჩემი გათავისუფლების შესახებ მოთხოვნა და მოუწოდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ამისთვის გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილება. ევროპარლამენტის აზრით, ჩემი გათავისუფლება შეამცირებს პოლიტიკურ პოლარიზაციას ქვეყანაში, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.
“მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს მეგობრებს ევროპარლამენტში, განსაკუთრებით ქალბატონ ანა ფოტიგას, რომლებიც ძალისხმევას არ იშურებენ საქართველოსთვის. მათ კვლავ დაგმეს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიების ოკუპაცია და საოკუპაციო ხაზიდან ჩვენი მოქალაქეების გატაცება.
ქართველი ხალხის გამარჯვებაში, ჩვენ ბრძოლისუნარიანობაში, მე არასდროს შემპარვია ეჭვი. ამ ბრძოლაში ვარ ბოლომდე, თქვენთან ერთად. თავისუფლება და სიკეთე ყოველთვის დაამარცხებს მონობას და ბოროტებას!
მე მჯერა, რომ საქართველოს საუკეთესო დღეები არის წინ!”, – წერს სააკაშვილი.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FSaakashviliMikheil%2Fposts%2Fpfbid02LHBqqjp61g5Xx7Db6iXvCKdzpdwF9EYw3mk29MGQCiL7chuN5uf5pGCVi8LRHsNgl&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”712″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს