Logo

მიხეილ სააკაშვილი – გაანადგურეს ჩემი ჯანმრთელობა და ახლა უნდათ, ფიქრი ამიკრძალონ

პოლიტიკა
1091
Frontnews image description

ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისეთივე პრობლემურია, როგორც არასდროს და დაჟინებით მოვითხოვ, რომ ევროკავშირის სამედიცინო მისიამ (რომელიც დაკომპლექტებულია პოლონელი ექიმებისგან) რაც შეიძლება ჩქარა მომინახულოს და დაადასტუროს ეს. საქართველოს მთავრობა უკვე 4 თვეა, ხელოვნურ ბარიერებს ქმნის, – ამის შესახებ Twitter-ზე საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.

 

“მიჭირს სიარული. დავკარგე სხეულის წონის 50%-ზე მეტი და კვლავ ვაგრძელებ მის კარგვას. გამიუარესდა ნევროლოგიური მდგომარეობა და მხედველობა. დავკარგე თმის დიდი ნაწილი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემი პოზიცია არ გამოვხატო, როცა საქართველოს მთავრობას უნდა რომ გამაჩუმოს. რა თქმა უნდა, ჩემი განკურნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ევროპაში შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადამიყვანენ. 

 

მთავრობამ გადაწყვიტა ეთქვა, რომ ჩემი ადვოკატების დახმარებით რამდენიმე ტვიტისა და ფეისბუკ პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, მე სრულიად ჯანმრთელი ვარ. მათ გაანადგურეს ჩემი ჯანმრთელობა და ახლა უნდათ, ფიქრი ამიკრძალონ”, – წერს სააკაშვილი.

 

<blockquote class=”twitter-tweet”><p lang=”en” dir=”ltr”>Regarding my health condition, it is as problematic as ever and I am insisting on an EU medical mission (comprised of Polish doctors) to visit and verify it ASAP. The Georgian government has been creating artificial hurdles for 4 months. <br>I have difficulties walking. Lost more…</p>&mdash; Mikheil Saakashvili (@SaakashviliM) <a href=”https://twitter.com/SaakashviliM/status/1671813962621505536?ref_src=twsrc%5Etfw”>June 22, 2023</a></blockquote> <script async src=”https://platform.twitter.com/widgets.js” charset=”utf-8″></script> 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები