მიხეილ სააკაშვილი – გამარჯვება სულ ახლოსაა, ჩემი სიცოცხლე თქვენ გეკუთვნით და მჯერა, ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას


ავტორი
Front News საქართველო
პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს მიმართავს და მადლობას უხდის.
“ჩემო საყვარელო სამეგრელო, როგორი მადლიერი ვარ თქვენი სიმამაცით, სიტყვებით მიჭირს გადმოვცე… როდესაც თქვენ შემართებას ვუყურებ, გული სიამაყით მევსება და ძალას მმატებს…
ჩემო საყვარელო ბათუმელებო, მადლობა დიდი სიყვარულისთვის, თანადგომისთვის და სოლიდარობისთვის…მინდა ყველას უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის. მე აქ დავბრუნდი თქვენთან ერთად გამარჯვებისთვის და როდესაც, დღეს, ჩემს საპყრობილესთან თქვენს შემართებას ვხედავდი, მხოლოდ ერთ რამეს ვნატრობდი – მინდა მალე ყველას პირადად გადაგიხადოთ მადლობა.
აუცილებელია 30 ოქტომბერს ყველანი მივიდეთ არჩევნებზე, გამოვხატოთ ჩვენი ნება და დავიცვათ უბნები.
გამარჯვება სულ ახლოსაა, ჩემი სიცოცხლე თქვენ გეკუთვნით და მჯერა, ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას”, – წერს სააკაშვილი.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი – მოვემზადოთ და ერთად შევებრძოლოთ რუს ოლიგარქს და საბოლოოდ გავაფორმოთ საქართველოს გამარჯვება

მიხეილ სააკაშვილი – ძალა ერთობაშია და ჩვენ ძალიან ბევრი ვართ, მე ერთ-ერთი თქვენგანი ვარ, აქ ვარ თქვენ შორის და თქვენთან ერთად

მიხეილ სააკაშვილი – ბოლო ნაბიჯი დაგვრჩა გადასადგმელი და ეს სიცრუის, ბოროტების და ჩაგვრის კართაგენი აუცილებლად დაინგრევა