მიხეილ სააკაშვილი – ღმერთმა არ ქნას, რომ ეს მართალი იყოს, ალბათ, ეს დასავლეთის დაზვერვის მონაცემებია


ავტორი
Front News საქართველო
თუ მართლაც საზღვარზე აჩერებენ ამ პროდუქციას და არ უშვებენ, უნდა არსებობდეს ინსტრუქცია, რომელიც უნდა გამოქვეყნდეს, ყველა ჩვენგანმა უნდა იცოდეს და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება დაჯერება. და არა ის, რომ „ნაციონალები“ ამბობენ ამას“, მითიური გია ლორთქიფანიძე თუ ვიღაც სხვა, – ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის დაზვერვის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, საქართველოდან სანქცირებული პროდუქციის კონტრაბანდის ხელშეწყობის შესახებ.
სააკაშვილის განცხადებით, არ უნდა დაჯერება, რომ უკრაინის დაზვერვის ინფორმაცია სიმართლეა, მაგრამ ამას სჭირდება საფუძვლიანი უარყოფა და არა ვინმეზე გადაბრალება.
“გუშინ გაისმა ინფორმაცია, რომ საქართველოს გავლით ამარაგებენ რუსეთის არმიის სამხედრო ნაწილებს. მე არ მინდა დავიჯერო, რომ ეს მართალია, მაგრამ უკრაინის დაზვერვა როგორც წესი ეყრდნობა ინგლისის და ამერიკის დაზვერვის მონაცემებს. გია ლორთქიფანიძეს დააბრალეს, რომელიც საერთოდ სხვა უწყებაში მუშაობს – კონტრდაზვერვაში.
ღმერთმა არ ქნას, რომ ეს მართალი იყოს, ალბათ, ეს დასავლეთის დაზვერვის მონაცემებია. თუ ეს ასეა, თითოეული ამ ტანკის დეტალზე არის დავით გობეჯიშვილის, ბახვა ჩიქობავას, დავით რატიანის და უამრავი სხვა უკრაინელი და ქართველი მებრძოლის სისხლი. საქართველო არ შეიძლება ამაში მონაწილეობდეს, ხდება კაპიტულაციის მომზადება და გვიპირებენ ჩაბარებას.
ფინანსთან სამინისტრომ უარყო, თქვა, რომ ჩვენ სანქციებს ვიცავთო, წინა დღეს პრემიერმა თქვა, რომ არ ვიცავთო, მაშინ გვაჩვენონ ინსტრუქცია, სია , თუ რა არის სანქცირებული. ეს სხვანაირად არ ხდება, საბავბშვო ბაღში არ ვართ.
თუ მართლაც საზღვარზე აჩერებენ ამ პროდუქციას და არ უშვებენ, უნდა არსებობდეს ინსტრუქცია, რომელიც უნდა გამოქვეყნდეს, ყველა ჩვენგანმა უნდა იცოდეს და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება დაჯერება. და არა ის, რომ „ნაციონალები“ ამბობენ ამას“, თუ მითიური გია ლორთქიფანიძე თუ ვიღაც სხვა.
ეს არის უკრაინის სახელმწიფოს ოფიციალური განცხადება, რომელიც იმყოფება მათ შორის ჩვენს ომში იმისთვის, რომ აქ არ შემოგვივარდნენ რუსები, ყელი არ გამოგვჭრან, არ დაგვახრჩონ, არ გაგვანადგურონ და ჩვენი შვილები არ გააუპატიურონ, რასაც აკეთებენ ყველგან. როდესაც უკვე დაპყრობილი ჰქონდათ ტერიტორია აჩაბეთში, ქურთაში, თამარაშენში, როდესაც იქ დაიჭირეს ქართველი გოგონა და 25-მა რუსმა სალდათმა გააუპატიურა, ესეც ჩვენი წინააღმდეგობის შედეგი იყო? ამ დროს ჯარისკაცები უკვე გამოყვანილი იყვნენ“, – განაცხადა საკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი