მიხეილ სააკაშვილი - გომელაურს გადაეცით, რომ მაგასაც ვიბარებ რუსთავში უშიშროების საბჭოს სხდომაზე

ავტორი
Front News საქართველო
გომელაურს გადაეცით, რომ მაგასაც ვიბარებ რუსთავში უშიშროების საბჭოს სხდომაზე, მსურს ჩავუტარო თათბირი გამოცდილების გაზიარების კუთხით, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.
"მას შემდეგ, რაც რუსებმა მიაწოდეს ამათ ინფორმაცია ჩემი ადგილსამყოფლის შესახებ და მე დამატყვევეს 2021 წლის 1 ოქტომბერს, ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და გომელაურის სამეულმა ჩაატარა საზეიმო ბრიფინგი.
ხოდა ახლა გომელაურს გადაეცით, რომ მაგასაც ვიბარებ რუსთავში უშიშროების საბჭოს სხდომაზე.
მსურს ჩავუტარო თათბირი გამოცდილების გაზიარების კუთხით და მოვამზადოთ აქედან გაქცევის ერთობლივი გეგმა", - წერს სააკაშვილი.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი




