Logo

მიხეილ სააკაშვილი – გუშინდელმა მოვლენებმა მნიშვნელოვნად დაასუსტა პუტინი, რამაც კიდევ უფრო მოაახლოვა უკრაინის გამარჯვება

პოლიტიკა
371
Frontnews image description

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პუტინი გუშინდელმა მოვლენებმა მნიშვნელოვნად დაასუსტა.

 

“გუშინდელმა მოვლენებმა მნიშვნელოვნად დაასუსტა პუტინი, რამაც კიდევ უფრო მოაახლოვა უკრაინის გამარჯვება”, – წერს სააკაშვილი.

 

23 ივნისს საღამოს “ვაგნერის” დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აპირებდა რუსეთში “უსამართლობასთან გამკლავებას“, ამიტომ თავის დაქირავებულებთან ერთად “მოსკოვში მიდიოდა“. ისინი შევიდნენ როსტოვში, ვორონეჟში და მიაღწიეს ლიპეცკის ოლქსაც კი, მაგრამ ამით ყველაფერი დამთავრდა.

 

ამასობაში მოსკოვში ბრძოლებისთვის ემზადებოდნენ, გადაკეტეს გზები და ქუჩები შეიარაღებული უშიშროების ძალები გაიყვანეს. თავად პუტინი და რუსული ელიტა კი მოსკოვიდან გაიქცნენ.

 

ამბოხის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, პრიგოჟინმა გამოაცხადა, რომ იგი გაიყვანდა თავის მებრძოლებს, თავად კი ბელარუსში მიდიოდა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები