Logo

მიხეილ სააკაშვილი – იგეგმება პროვოკაცია, რომელიც დაბრალდება საქართველოს ოპოზიციურ ჯგუფებს

პოლიტიკა
1014
Frontnews image description

იგეგმება პროვოკაცია ოკუპირებულ ტერიტორიების შიგნით და გამყოფ ხაზთან, რის შემდეგაც ეს პროვოკაცია დაბრალდება საქართველოს ოპოზიციურ ჯგუფებს, – ამის შესახებ  თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, სადაც მის წინააღმდეგ საზღვრის კვეთის საქმეზე პროცესი იმართება. 

 

მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს წინაშე დემნა გვასალიას მაისურით წარსდგა, რომელიც უკრაინის დროშის ფერებშია გადაწყვეტილი. 

 

მისი განცხადებით,  მას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ საქართველოს წინააღდეგ მზადდება ძალიან დიდი პროვოკაცია.  მან ასევე ისაუბრა რომ მის პარტიას მმართველმა ძალამ „ომის პარტია“ დაარქვა, სინამდვილეში  ომზე თავად ლაპარაკობენ, მას კი  ეზიზღება ომი.  

 

„მე მეზიზრება ომი. ჩემი კოშმარული სიზმარი არის ის, რომ ვარ პეკინზე, ჩემს სახლში, ბომბავენ ჩემს მეზობლებს, ჩემს ეზოს და მე არაფრის გაკეთება არ შემიძლია, და მეორე კოშმარული სიზმარი მაქვს რომ რომელაშვილებთან ერთად ვარ მანქანაში და ერთად ვიწვით, ომმა მე დამიტოვა ეს ტრამვა და მინდა იცოდეთ, რომ ომი მეზიზღება ყველაზე მეტად. და დარწმუნებული ვარ, რომ ომი ეზიზღება ყველა ნორმალურ ადამიანს, თუ თქვენ დააკავირდით ომზე არ საუბრობს არავინ, გარდა მთავრობისა, ხელისუფლების ერთი ჯგუფისა. ომზე საუბრობენ მუდმივად და ჩვენგან სიტყვა – „ომი“ არასდროს არ ყოფილა. ეს სერიოზული დაფიქრების წყაროა და ახლა მივხვდი, რას აკეთებენ და რას აპირებენ:  ამის შესახებ მაქვს ოპერატიული ინფორმაციაც,  საქმე იმაშია,  რომ საუბარი არის იმ გეგმაზე, რომლის თანახმადაც,  იგეგმება პროვოკაცია ოკუპირებული ტერიტორიების შიგნით და გამყოფ ხაზთან, რის შემდეგაც ეს პროვოკაცია დაბრალდება საქართველოს ოპოზიციურ ჯგუფებს, რის შემდეგაც რუსეთის მთავრობა მოთხოვს საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ ნეიტრალიტეტის გამოცხადებას და საქართველოს მთავრობა მზად იქნება გამოაცხადოს ნეიტრალიტეტი და პრაქტიკულად დაასრულოს საქართველოში ოპოზიციის საქმიანობა“, –  განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

მისი თქმით, უკრაინისგან განსხავავებით, საქართველოს ნეიტრალიტეტი სახელმწიფოებრიობის დასრულებას ნიშნავს. 

 

„ჩვენ ვიცით, რომ უკრაინას ელაპარაკებიან ახლა ნეიტრალიტეტზე, მაგრამ უკრაინის ნეიტრალიტეტი ეს არის კარგად, მაგრად შეიარაღებული უკრაინა, ამერიკიდან  უსაფრთხოების გარანტიებით,  ჩვენი ნეიტრალიტეტი კი, ეს არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაუქმება“, –  განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები