Logo

მიხეილ სააკაშვილი - ირაკლი ოქრუაშვილის მაგალითი კარგად აჩვენებს, რომ ბოროტებასთან გარიგებით საბოლოო ჯამში, ხეირს ვერავინ ნახულობს

პოლიტიკა
189
Frontnews image description

ირაკლი ოქრუაშვილის მაგალითი კარგად აჩვენებს, რომ ბოროტებასთან გარიგებით საბოლოო ჯამში, ხეირს ვერავინ ნახულობს, - ამის  შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

"ირაკლი ოქრუაშვილმა ჯერ ბადრი პატარკაციშვილთან კავშირით ძალიან დააზარალა ჩვენი ინსტიტუტები, ხოლო ქოცებს საერთოდ ყველაფერი გაუკეთა, მისცა ჩემზე ყველანაირი ჩვენება და სწორედ ამ ჩვენებებით ვარ გასამართლებული.  

თუმცა როგორც ჩანს, თავის დროზე რაღაც აწყენინა რუსებს და ახლა კი იმყოფება ჩემს ახლოს საკანში. მისი მაგალითი კარგად აჩვენებს, რომ ბოროტებასთან გარიგებით საბოლოო ჯამში, ხეირს ვერავინ ნახულობს. აქვე უნდა ვთქვათ, რომ სწორად მოიქცა ბოროტების კომისიასთან, რომ არ ითანამშრომლა.

ამიტომ, მიუხედავად ყველაფრისა, მინდა ჩემი სოლიდარობა გამოვხატო ირაკლის მიმართ და ვუსურვო ამ პატიმრობიდან გათავისუფლება და ოჯახთან დაბრუნება", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს 7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, ამნისტია შეეხო მუხლს და საბოლოოდ, სასჯელის ზომად 5 წელი და 3 თვე განესაზღვრა. ამავე საქმეზე ბრალდებული ზურაბ ადეიშვილი კი სასამართლომ გაამართლა.

Advertisement