
ავტორი
Front News საქართველო
ის ხალხი, ვინც დღეს კაპიტულაციასა და ჩაბარებაზე ლაპარაკობს, გვამზადებს ძალიან დიდი სისხლის აბაზანებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა.
“მთელი ეს პერიოდი უკრაინა ემზადება გამარჯვებისთვის და ჩვენ გვამზადებენ კაპიტულაციისთვის, ლოზუნგით, აბაა, ომი ხო არ გინდათ? მე მინდა ვუთხრა მათ, ვინც „ჭამს“ ამ ლოზუნგს – ომი და უბედურება მაშინ დაიწყება როცა ჩავბარდებით. 2008 წელს მე თბილისი გადავარჩინე ამ ტრაგედიას, იმიტომ რომ მთელი მსოფლიო დაგვიდგა გვერდით. ბუჩა ჩაბარებული იყო იმ გაგებით, რომ უკვე ოკუპირებული იყო. ბუჩაში ის ხალხი, ვისაც ხელები გაუკოჭეს და ვინც დახოცეს, ყელი გამოჭრეს, იმ ხალხს არ ჰქონდა წინააღმდეგობის თავდაპირველი სურვილი. ის ხალხი დახოცეს, რადგან ოკუპანტი, როდესაც შემოდის, ის მერე იწყებს სისხლისღვრას და ხოცვას.
თუ საქართველოს ჩააბარებენ, რუსები, რომლებიც შემოვლენ აქ თბილისში, ისე ვეზიზღებით, მაშინ დაერევიან მოსახლეობას, მაშინ დახოცავენ ხალხს, მაშინ დაეპატრონებიან ჩვენს ქონებას.
ის ხალხი, ვინც დღეს კაპიტულაციასა და ჩაბარებაზე ლაპარაკობს, გვამზადებს ძალიან დიდი სისხლის აბაზანებისთვის. ამიტომ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი გვქონდეს გაცნობიერებული. ჩვენ არ ვართ მოღალატეების ერი, ჩვენ ვართ მებრძოლი ერი და თავმოყვარე ერი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს