Logo

მიხეილ სააკაშვილი – ისე მენატრებოდა აქაურობა, დღეს არის ჩემი ოცნების ასრულება

პოლიტიკა
495
Frontnews image description

მიხეილ სააკაშვილი მოქალაქეებს 2 ოქტომბრის არჩევნებზე მისვლისკენ და 3 ოქტომბერს რუსთაველზე შეკრებისკენ მოუწოდებს.

 

“ეს არის ჩემი ბათუმი. 2-ში ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე და მივცეთ ხმა “ნაციონალურ მოძრაობას”, არავითარ შემთხვევაში არც ივანიშვილს, არც გახარიას, არც სხვა სატელიტებს, თუ “ნაციონალური მოძრაობა” არ მოგწონთ, მიეცით შედარებით პატიოსან პატარა პარტიებს. 

 

ისე მენატრებოდა აქაურობა, დღეს არის ჩემი ოცნების ასრულება და საბოლოოდ ეს აღსრულდება, როდესაც საქართველო დადგება ფეხზე.

 

ჩვენ უნდა მივიდეთ ყველა ორში, მივცეთ ხმა და შემდეგ სამში შევიკრიბოთ, რუსთაველი გავავსოთ, თავისუფლების მოედანი და თუ ვიქნებით 100 ათასი ადამიანი, ჩვენ ვერავინ ვეღარ დაგვამარცხებს. 

 

აბა თქვენ იცით, თქვენ იმედზე ვარ, ხომ ხედავთ, მე ყველაფერი გავრისკე, ჩემი სიცოცხლეც, თავისუფლებაც, რათა ჩამოვსულიყავი აქ – თქვენგან მხოლოდ ერთი რამ მინდა, მიდით არჩევნებზე. აბა თქვენ იცით, მომავალ შეხვედრამდე, სულ მალე თბილისში”, – აცხადებს სააკაშვილი.

Advertisement