მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილის ბრძანებით ქოც-ველურები აპირებენ რიყის თეატრის შენობის დანგრევას, ეს კაცი არის დაბადებული განადგურებისთვის

ავტორი
Front News საქართველო
ივანიშვილის ბრძანებით ქოც-ველურები აპირებენ რიყის თეატრის შენობის დანგრევას. ნიჭისგან სრულიად დაცლილი არსებები, რომელთა ჩადგმული უღიმღამო, უგემოვნო შენობები მსოფლიოში ვერავინ შეამჩნია და დააფასა, ანგრევენ გენიალური იტალიელი არქიტექტორის, მასიმილიანო ფუკსასის შედევრს, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით წლის საუკეთესო ნაგებობად აღიარეს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.
"ივანიშვილმა ჯერ მოსინჯა ხალხის რეაქცია ბათუმში ჭაჭის კოშკის დანგრევით და ახლა მიადგა ჩვენი ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ძეგლს.
ეს კაცი არის დაბადებული განადგურებისთვის და ნგრევისთვის. ერთ-ერთი მთავარი მიზანი რისთვისაც ამას აკეთებს, არის ჩემი დროინდელი ყველა მონაპოვრის და მიღწევის აღმოფხვრა და ყველანაირი მატერიალური კვალის წაშლა, სხვათა შორის ამის იდეოლოგიური საფუძველი შეუქმნა საბჭოთა ინტელიგენციის საბჭოთა ინერციის ვერ გადამლახავმა ნაწილმა, რომელთაც ვერ აიტანეს სიახლეები და ამ სიახლეების თაოსანი ჩემი სახით.
შენობების გარდა სპობენ ჩემს განათლების და ჯანდაცვის სისტემებს, მოსპეს ანტიკორუფციული პოლიტიკა, დაანგრიეს საგარეო პოლიტიკა და საქართველოს საერთაშორისო რეპუტაცია, აი, ასე ინგრეოდა ქართული სახელმწიფო", - წერს სააკაშვილი.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი




