მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილის მოლაპარაკე თოჯინების განცხადებები ემსახურება ქართული სახელმწიფოს საბოლოო განადგურებას


ავტორი
Front News საქართველო
ივანიშვილის მოლაპარაკე თოჯინების განცხადებები ემსახურება ქართული სახელმწიფოს საბოლოო განადგურებას და ქართველი ხალხის საბოლოოდ, სამშობლოს გარეშე დატოვებას, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, პასუხი უნდა იყოს მხოლოდ ერთი - შეუპოვარი, თავგანწირული ბრძოლა.
"ივანიშვილის მოლაპარაკე თოჯინების განცხადებები ემსახურება ქართული სახელმწიფოს საბოლოო განადგურებას და ქართველი ხალხის საბოლოოდ, სამშობლოს გარეშე დატოვებას.
ჩვენი პასუხი უნდა იყოს მხოლოდ ერთი - შეუპოვარი, თავგანწირული ბრძოლა ამ რუსული მარწუხების ჩასაჭრელად და შესაბამისად, რეჟიმის სასწრაფოდ შესაცვლელად.
ჩვენი ვალდებულებაა, რომ 2008 წლის და აფხაზეთის ომების მსხვერპლი ტყუილი არ აღმოაჩნდეს და ყველას დავუმტკიცოთ, რომ დღესაც ვართ მოწოდების სიმაღლეზე, გვიყვარს საქართველო და მზად ვართ ყველაფერი გადავდოთ მის გადასარჩენად.
გავიმარჯვებთ სახელოვნად!“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს