Logo

მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილის ყველა დამსჯელი ორგანოს წარმომადგენელს გადავუხადოთ 200 ათასი დოლარი, თუ გადმოგვცემენ მასალებს

პოლიტიკა
482
Frontnews image description

მხარს ვუჭერ უმაგრესი ლევან ხაბეიშვილის ინიციატივას. ივანიშვილის ყველა დამსჯელი ორგანოს წარმომადგენელს გადავუხადოთ 200 ათასი დოლარი თუ ისინი გადმოგვცემენ რეჟიმის საქმიანობაზე მასალებს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.

მისივე თქმით, ფულს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გადაიხდიან.

"მხარს ვუჭერ უმაგრესი ლევან ხაბეიშვილის ინიციატივას. ივანიშვილის ყველა დამსჯელი ორგანოს წარმომადგენელს გადავუხადოთ 200 ათასი დოლარი თუ ისინი გადმოგვცემენ რეჟიმის საქმიანობაზე მასალებს, მაგალითად, აქციების მონაწილეებს წამების მასალებს და ასევე, მათ, ვინც დადებს იარაღს და უარს იტყვის აქციის მონაწილეებზე თავდასხმაზე.

რა თქმა უნდა, ფულის გადახდა მოხდება რეჟიმის შეცვლის შემდეგ, ერთი თვის განმავლობაში, ივანიშვილის მაფიის მიერ მოპარული თანხების დაბრუნების პარალელურად. 

მე მგონი, ხალხს უნდა ახსოვდეს, რომ მე ჩემს დაპირებებს ყოველთვის ვასრულებ”, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

Advertisement