
ავტორი
Front News საქართველო
თავის დროზე, მე გავაუქმე ავტომობილების ტექდათვალიერება და ახლაც ვაპირებ, რომ ხელი შევუწყო აუცილებელი ტექდათვალიერების გაუქმებას, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.
“უნდა დავტოვოთ მხოლოდ ნებაყოფლობითი ტექდათვალიერება და მისი წახალისების მიზნით, ისიც უფასოდაა გასაკეთებელი.
ასევე, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმები მთავრობამ მკვეთრად გაზარდა, ყველგან კამერები აყენია და ძალიან ხშირად და დიდი თანხებით აჯარიმებენ. ჯარიმები მინიმუმ 10-ჯერაა შესამცირებელი. ეს არის საბიუჯეტო ყაჩაღობა, რომელიც დასასრულებელია”, – წერს სააკაშვილი.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს