მიხეილ სააკაშვილი - ქართველმა ხალხმა არ უნდა დაუშვას ასეთი ვაჭრობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს გარიგება მოხდება საქართველოს თავისუფლების ხარჯზე!


ავტორი
Front News საქართველო
დიქტატორებისთვის პოლიტპატიმრები არის სავაჭრო ვალუტა, რაც უფრო მეტი აქვთ მისჯილი მათ, რაც უფრო დიდი დროით სხედან, მით უფრო იზრდება მათი ფასი, ქართველმა ხალხმა არ უნდა დაუშვას ასეთი ვაჭრობა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"დღეს მე დამიმატებენ კიდევ წლებს. ეს განაჩენი ჯერ კიდევ აგვისტოში უნდა გამოეტანათ, მაგრამ გადადეს.
რატომ ახლა და რატომ დაიჭირეს ხაბე გუშინ და არა უფრო ადრე ან ცოტა გვიან?
საქმე იმაშია, რომ ივანიშვილს თავისმა ლობისტებმა ურჩიეს რომ მოეწვია ეუთო/ოდირი და ციხიდან გამოეშვათ "ლელოს" ლიდერები, იმ მიზნით რომ მოეპოვებინათ შვება სანქციების საკითხში, მაგრამ ეუთომ უარი თქვა მათ თამაშში მონაწილეობაზე.
პარალელურად ტრამპს მისწერეს და ვაშინგტონმა არც კი შეიმჩნია. ახლა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ სანქციების მოხსნას მიაღწიოს მაქსიმალური დაჭერებით და დასავლეთთან ვაჭრობით, როგორც ამას მიაღწია ლუკაშენკომ გუშინ, პოლიტპატიმრების გაშვების შემდეგ, ამერიკული სანქციების ნაწილის მოხსნით.
საქმე იმაშია, რომ დიქტატორებისთვის პოლიტპატიმრები არის სავაჭრო ვალუტა, რაც უფრო მეტი აქვთ მისჯილი მათ, რაც უფრო დიდი დროით სხედან, მით უფრო იზრდება მათი ფასი.
ქართველმა ხალხმა არ უნდა დაუშვას ასეთი ვაჭრობა. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს გარიგება მოხდება საქართველოს თავისუფლების ხარჯზე! ესენი ძალიან მალე უნდა დავასრულოთ!" - წერს სააკაშვილი.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს