
ავტორი
Front News საქართველო
გატყობინებთ, რომ ხვალ სისუსტის გამო პროცესს ვერ დავესწრები – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი ჟურნალისტებისადმი მიწერილ წერილში წერს.
მიხეილ სააკაშვილი ჟურნალისტებს სიცივეში მუშაობისთვის მადლობას უხდის.
“გატყობინებთ, რომ სისუსტის გამო დიდი ალბათობით ვერ დავესწრები პროცესს, ძალიან ადრე რომ არ ადგეთ. იმედია, პრესცენტრი ნორმალურად ამუშავდა” – წერს მიხეილ სააკაშვილი წერილში.
გორის ჰოსპიტალის წინ მედია ცენტრი მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოაწყო.
რაც შეეხება სასამართლო პროცესს, ხვალ თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა საზღვრის კვეთის საქმეზე გაიმართება.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს