
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის კონსტანტინე კუბლაშვილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
“ვუსამძიმრებ კოტე კუბლაშვილის ოჯახს ამ ძალიან კეთილშობილი, წესიერი ადამიანისა და მოღვაწის გარდაცვალებას. როდესაც იუსტიციის მინისტრი გავხდი იგი მაშინვე მოვიწვიე გერმანიიდან, დოქტორის ხარისხით ახლად დაბრუნებული კოტე ჩემს პირველ მოადგილედ ისე დავნიშნე, რომ საერთოდ არ ვიცნობდი და ერთი წუთით არ მინანია, ისეთი გზა განვვლეთ ერთად. ძალიან დამწყდა გული”, – წერს სააკაშვილი.
უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი 50 წლის ასაკში 15 აგვისტოს გარდაიცვალა.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს