მიხეილ სააკაშვილი - "ქოცები" განაგრძობენ ჩემთან შეჯიბრს, ოღონდ ეს ძალიან უნიჭოდ გამოსდით

ავტორი
Front News საქართველო
"ქოცები" განაგრძობენ ჩემთან შეჯიბრს, ოღონდ ეს ძალიან უნიჭოდ გამოსდით, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, "არსენალის მთაზე" "ქოცური“ ორგანოების ცირკ შაპიტოს გადაყვანაში არის ჩადებული ერთადერთი განზრახვა - "დაითრიონ" ცენტრალური ტერიტორიები.
"ქოცები" განაგრძობენ ჩემთან შეჯიბრს, ოღონდ ეს ძალიან უნიჭოდ გამოსდით. მე პარლამენტი გადავიტანე ქუთაისში, ხოლო საკონსტიტუციო ბათუმში. ამათ ყველაფერი გადააქვთ „არსენალის მთაზე“.
ქუთაისში პარლამენტის გადატანაში იყო ღრმა სტრატეგიული არსი ჩადებული, კერძოდ რეგიონის გაძლიერების, ქვეყნის გაფართოების, ქუთაისის სრულფასოვნად ფუნქციონირებად ქალაქად ქცევის, ხელისუფლების ცენტრის აფხაზეთთან მიახლოების.
ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოს გადატანას ჰქონდა დიდი პოლიტიკური სიმბოლური დატვირთვა - მას შემდეგ, რაც, პირველ რიგში, თავად აჭარლებმა დაამარცხეს სეპარატისტი ფეოდალი აბაშიძე და აჭარა დაბრუნდა საქართველოს საკონსტიტუციო სივრცეში.
"არსენალის მთაზე" "ქოცური" ორგანოების ცირკ შაპიტოს გადაყვანაში არის ჩადებული ერთადერთი განზრახვა - დაითრიონ ცენტრალური ტერიტორიები მორიგი უღიმღამო პარაგრაფის ჩასადგმელად და ასობით მილიონის გასაკეთებლად“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი




