მიხეილ სააკაშვილი – ლავროვის განცხადება უნდა გაგებულიყო, როგორც პირდაპირი სამხედრო დაპყრობის მუქარა

ავტორი
Front News საქართველო
ლავროვის განცხადება უნდა გაგებულიყო, როგორც პირდაპირი სამხედრო დაპყრობის მუქარა, ახლა ჩვენ უნდა ხმამაღლა ვაფრთხილებდეთ ყველა შესაძლო პარტნიორს ამ დიდ საფრთხეზე, ვითხოვდეთ გამყოფ ხაზებზე ევროკავშირის დამკვირვებლის რიცხოვნობის გაზრდას, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.
“უნდა მოვითხოვოთ ანტისაჰაერო დაცვის და ანტისატანკო სისტემების დიდი რაოდენობით გადმოცემა! გადაუდებლად უნდა შევაჩეროთ რუსების შემოდინება საქართველოში.
უნდა შევძლოთ ქვეყნის შიგნით ყველა ძირითად ჯგუფთან საერთო ენის გამონახვა, სიძულვილის ინსტრუმენტზე უარის თქმა, რადგან შიდა მწვავე დაპირისპირება ძალიან უადვილებს აგრესორს ამოცანას.
ტყუილად ჰგონია ვინმეს, რომ რუსებისთვის თვალების პაჭუნით და მათი დავალებების ჩუმად შესრულებით, ჩვენ პირდაპირ ინტერვენციას თავიდან ავიცილებთ, საქმე იმაშია, რომ რუსებს სჭირდებათ სიმბოლოები და ასეთი სიმბოლო არის ის, რაც მან ვერ მოახერხა 2008-ში – რუსული დროშა და რუსი ჯარისკაცის ჩექმა თბილისის ცენტრში.
აქამდე ყველა მოქმედებით, (მათ შორის, ჩემი დატყვევებით) ან უმოქმედობით ოლიგარქის ხელისუფლება ჩვენს მტერს ამ ამოცანას მხოლოდ უადვილებს”, – წერს სააკაშვილი.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ “ევროკავშირი ვერ შეძლებს მოსკოვის გაძევებას ცენტრალური აზიიდან და ამიერკავკასიიდან”.
<blockquote class=”twitter-tweet”><p lang=”ka” dir=”ltr”>ლავროვის განცხადება უნდა გაგებულიყო, როგორც პირდაპირი სამხედრო დაპყრობის მუქარა, ახლა ჩვენ უნდა ხმამაღლა ვაფრთხილებდეთ ყველა შესაძლო პარტნიორს ამ დიდ საფრთხეზე, ვითხოვდეთ გამყოფ ხაზებზე ევროკავშირის დამკვირვებლის რიცხოვნობის გაზრდას. უნდა მოვითხოვოთ ანტი-საჰაერო დაცვის და…</p>— Mikheil Saakashvili (@SaakashviliM) <a href=”https://twitter.com/SaakashviliM/status/1724404735933833551?ref_src=twsrc%5Etfw”>November 14, 2023</a></blockquote> <script async src=”https://platform.twitter.com/widgets.js” charset=”utf-8″></script>
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი




