
ავტორი
Front News საქართველო
მადლობა მინდა ვუთხრა ლიეტუვის სეიმს, რომელიც მოითხოვს დაუყოვნებლის ჩემს გადაყვანას ევროპულ ქვეყანაში სამკურნალოდ, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მის წინააღმდეგ არსებული საზღვრის უკანონო კვეთის საქმის განხილვისას განაცხადა.
პატიმრობაში მყოფმა პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ასევე პოლონეთის მთავრობას.
“მადლობა მინდა ვუთხრა ლიტვის სეიმს, რომელიც მოითხოვს დაუყოვნებლის ჩემს გადაყვანას ევროპულ ქვეყანაში სამკურნალოდ. ეს არის ლიტვის სეიმის განცხადება, ჩვენი მეგობარი ქვეუყნის, ასევე დიდი მადლობა მინდა ვუთხრა პოლონელებს, ყველაზე მაღალ დონეზე არაერთხელ დააყენეს საკითხი“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მან დღევანდელ სხდომაზე ასევე მადლობა გადაუხადა საქმის პროკურორსა და მოსამართლეს.
ცნობისთვის, ლიეტუის სეიმის საგარეო კომიტეტმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის აუცილებლობის შესახებ განაცხადება გააკეთა.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს