Logo

მიხეილ სააკაშვილი – მას შემდეგ, რაც ვერაფერი მიპოვეს, პრაქტიკულად სამუდამო პატიმრობა მომისაჯეს საპრეზიდენტო ოფისის ოფიციალური ხარჯებისთვის

პოლიტიკა
1352
Frontnews image description

ნება დამპყრობლის პირდაპირ აღსრულდა. ეს არის მათი პასუხი იმაზე, რომ არ ჩავაბარე საქართველო. ასე ისჯება ივანიშვილის მაფიოზური კლანის მიერ ქვეყნისთვის თავდადება და სიყვარული, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.

სააკაშვილის თქმით, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს საპრეზიდენტო ოფისის ოფიციალური ხარჯებისთვის.

“რამხელა სიურპრიზია – ოლიგარქის განაჩენი. ნება დამპყრობლის პირდაპირ აღსრულდა. ეს არის მათი პასუხი იმაზე, რომ არ ჩავაბარე საქართველო, იმისთვის, რომ პირველად და საუკუნეების განმავლობაში გავბედეთ და ჩამოვაყალიბეთ წარმატებული, ქართული სახელმწიფო.

მას შემდეგ, რაც ვერაფერი მიპოვეს, პრაქტიკულად სამუდამო პატიმრობა მომისაჯეს საპრეზიდენტო ოფისის ოფიციალური ხარჯებისთვის. ასე ისჯება ივანიშვილის მაფიოზური კლანის მიერ ქვეყნისთვის თავდადება და სამშობლოს სიყვარული.

ვერ დაგვაშინებენ, ძალა ერთობაშია”, – წერს სააკაშვილი.

წერილი ჟურნალისტებთან “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ წაიკითხა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ე.წ. პიჯაკების საქმეზე თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიუსაჯეს.

გადაწყვეტილება მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა გამოაცხადა.

მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. მას 300 000 ლარის ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

Advertisement