მიხეილ სააკაშვილი - მაშინ როცა ლუკაშენკო უშვებს პოლიტპატიმრებს, ესენი სულ უფრო მეტ პოლიტიკოსს და უბრალოდ აქტიურ ადამიანს აპატიმრებენ


ავტორი
Front News საქართველო
მაშინ როცა ლუკაშენკო უშვებს პოლიტპატიმრებს, ესენი სულ უფრო მეტ პოლიტიკოსს და უბრალოდ აქტიურ ადამიანს აპატიმრებენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, მალე ყველას თავისი ადგილი მიეჩინება.
"მაშინ როცა ლუკაშენკო უშვებს პოლიტპატიმრებს, ესენი სულ უფრო მეტ პოლიტიკოსს და უბრალოდ აქტიურ ადამიანს აპატიმრებენ.
ყვარყვარეს ციხეში ჯერ კიდევ ეტევიან პატიმრები, თუმცა მალე კარები აუცილებლად გასკდება და ყველას თავისი ადგილი მიეჩინება”, - წერს მიხეილ სააკაშვილი.
"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს დღეს 7-თვიანი პატიმრობა მიესაჯა.
კოალიცია "ძლიერი საქართველოს“ ლიდერები ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე სასამართლომ დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე ასევე დამნაშავედ ცნო და მათ თავისუფლების 8 თვით აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აეკრძალათ თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს