მიხეილ სააკაშვილი – მათ არ აინტერესებთ ხალხის ჯანმრთელობა, დანიშნეს ვიღაცა ფულის მქაფველი

ავტორი
Front News საქართველო
ციხეში, სადაც მე ვიმყოფები, ერთ ადამიანს აქვს კიბო, მეოთხე სტადიის, კვდება ადამიანი და არ მიდის სახლში, იმიტომ რომ სახლში დაზღევა არ ფარავს ქიმიოთერაპიას და ციხეში ფარავს, თქვენ წარმოგიდგენიათ, რა დღეში ვართ? – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც საქართველოში დაბრუნების მიზეზებზე ისაუბრა.
მესამე პრეზიდენტის თქმით, მისი მმართველობის დროს 150 საავადმყოფოს აშენების შემდგომი ეტაპი ექიმების გადამზადება და სამედიცინო ტურიზმის განვითარება იყო, რაც ვეღარ მოესწრო.
მისი თქმით, ეს მისცემდა ქვეყანას შესაძლებლობას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს დაზღევით ესარგებლა.
სააკაშვილი სამედიცინო ტურიზმის განვითარებზე საუბრობს, თუმცა აღნიშნავს, რომ ახალი მინისტრი ფულის საკეთებლად არის დანიშნული.
“ერთადერთ გამოსავალი არის, დაუყოვნებლივ გადამზადება ამ ჩვენი ექიმების, დაუყოვნებლივ შემოყვანა სამედიცინო ტურიზმის, მაგრამ ჯანდაცვის მინისტრად დანიშნეს კაცი, რომ უბრალოდ ფული ქაფოს. მათ არ აინტერესებთ ხალხის ჯანმრთელობა. დანიშნეს ვიღაცა ფულის მქაფველი, რომელიც იმისთვისაა, რომ პრემიერ-მინისტრს მიუტანოს ფული, ამ კოვიდაფეთქების შუაგულში. სხვათაშორის, მინდა გითხრათ, რომ მხოლოდ რამდენიმეს გიკეთიათ სწორი ნიღაბი”, – განაცხადა სააკაშვილმა.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი




