მიხეილ სააკაშვილი – მე არ დამიშავებია არაფერი რაშიც მადანაშაულებენ! ჩვენი ხალხის უმრავლესობის და ისტორიული სამართლიანობის განცდის იმედზე ვრჩები


ავტორი
Front News საქართველო
სანამ პირში სული მიდგას, არც ერთი წამი არ შევწყვეტ ბრძოლას, სწორედ ისტორიული სამართლიანობისთვის და ქართველებისა და უკრაინელების უკეთესი მომავლისთვის, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.
“გამოქვეყნდა სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნა. მანამდე ევროპის წამების პრევენციის კომიტეტმა პრაქტიკულად დაასკვნა, რომ იმ პირობებში, სადაც მე ვიმყოფები ჩემი განკურნება რეალურად შეუძლებელია. მაგრამ მთავარი ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა არაა.
როცა საქართველოში მოვდიოდი, ვიცოდი, რომ სიცოცხლეს საფრთხეში ვიგდებდი. მთავარია ის უსამართლობა, რომელიც ხდება ჩემს და უამრავი სხვა ადამიანის თავს. ყველაზე მეტად ის არ მინდა, რომ ადამიანები შეეგუონ ამ უსამართლობას. ყველაზე მეტად იმ ხალხის არ მესმის, ვინც ამბობს “პრეზიდენტი იყო და ალბათ, რაღაცას დააშავებდა”. მე არ დამიშავებია არაფერი რაშიც მადანაშაულებენ!
მე ჩვენი ხალხის უმრავლესობის და ზოგადად, ისტორიული სამართლიანობის განცდის იმედზე ვრჩები. სანამ პირში სული მიდგას, არც ერთი წამი არ შევწყვეტ ბრძოლას, სწორედ ისტორიული სამართლიანობისთვის და ქართველებისა და უკრაინელების უკეთესი მომავლისთვის.
მე ყველაფერი გადავდე ამ ბრძოლისთვის, ძალიან კომფორტული და პატივისცემით გარშემორტყმული გარემო, ჩემი პირადი ცხოვრება იმიტომ, რომ ვგრძნობდი რომ არ შემეძლო გვერდიდან მეყურებინა ქართველი ხალხის მძიმე მდგომარეობისა და იმის, თუ როგორ ნადგურდება საქართველო. გავიარე ყველანაირი დაცინვა, მოწამვლა, ხერხემლის დაზიანება და მაინც არ ჩამოვუშვი ხელები.
სინამდვილეში, ჩვენ ძალიან ბევრი, აბსოლუტური უმრავლესობა ვართ! მთავარია დავინახოთ ერთმანეთი, ვირწმუნოთ ჩვენი ძალები, არავის მივცეთ საშუალება გადაგვიაროს და მოგვსპოს. ჩვენ გავიმარჯვებთ!” – წერს სააკაშვილი.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი – ჩვენ არ ვართ მონები, ეს ქვეყანა გვეკუთვნის ჩვენ, ჩვენს შვილებს და მას საჯიჯგნად არავის დავუტოვებთ

მიხეილ სააკაშვილი – მთავარი ჩვენი სამშობლოს გათავისუფლებაა, ბოლოს და ბოლოს რას ვითხოვთ ისეთს, რასაც არ ვიმსახურებთ

მიხეილ სააკაშვილი – ხალხი არ აპატიებს მათ, ვინც პარტიის დაყოფაზე მუშაობს, არც მე და არც ჩვენი ხალხი ამას არ დავუშვებთ