მიხეილ სააკაშვილი – მე იქ მელოდებიან, უნდა ვიყო უკრაინაში, ჩემი მოქალაქეობის ქვეყანაში და ჩემს მთავარსარდალთან


ავტორი
Front News საქართველო
მე უნდა ვიყო უკრაინაში, ჩემი მოქალაქეობის ქვეყანაში და უნდა ვიყო ჩემს მთავარსარდალთან – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან კვლავ მიმართა საქართველოს მთავრობას, რომ დაუჯერონ ევროპული ქვეყნების პრეზიდენტებს და გაუშვან უკრაინაში.
“მე კიდევ ერთხელ მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, მე ვარ უკრაინის ნაციონალურ რეფორმათა საბჭოს თავმჯდომარე, ჩემი კაბინეტი არის პრეზიდენტ ზელენსკის კაბინეტის გვერდით. იქ მე მელოდებიან და არიან განსაკუთრებულად საშიში პერიოდში. მე უნდა ვიყო უკრაინაში, ჩემი მოქალაქეობის ქვეყანაში და უნდა ვიყო ჩემს მთავარსარდალთან. დაუჯერეთ იმ ევროპელ პრეზიდენტებს, რომლებიც გეუბნებიან, რომ დროზე გაუშვით სააკაშვილი იქ. ასე ჯობია საქმისთვის და ასე ჯობია საქართველოს მომავალი რეპუტაციისთვის”, – განაცხადა სააკაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ძალიან ამაყობს “ჩვენი ფერადი ახალგაზრდობით, რომელიც გამოვიდა ამ დღეებში უკრაინის სოლიდარობისთვის”.
ექსპრეზიდენტის თქმით, ომის დროს საქართველოც ორგანიზებული იყო და თავადაც ბრძოლის წინა ხაზზე იმყოფებოდა.
“ძალიან კარგად მახსოვს, როგორი ორგანიზებული ვიყავით ომის დროს, არავინ არ გაქცეულა, ვინც იყო წასული, ყველა უკან დაბრუნდა სხვადასხვა გზებით. მე ხო არ გავქცეულვარ და არც გავქცეულვარ, მიწაზე დაფორთხავდაო, – მიწაზე კი არ დავფორთხავდი, წინა ხაზზე ვიყავი, იმიტომ რომ იქ წყდებოდა საქართველოს ბედი” , – განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, ახლა განსაკუთრებული ისტორიული მომენტი დგას, როდესაც რუსეთის იმპერია უნდა დაინგრეს.
“როგორც თურქ-სელჩუკების იმპერია იშლებოდა დავით აღმაშენებლის დროს, ასე იშლება დღეს რუსეთის იმპერია”, – აღნიშნა სააკაშვილმა.


მიხეილ სააკაშვილი – დემოკრატიისა და დასავლური ღირებულებების ხელშეწყობისთვის არ უნდა ვისჯებოდე სიკვდილით პუტინის მარიონეტების მიერ

მიხეილ სააკაშვილი – ის, რომ მე არ შემიძლია მოქმედება, ჩემი ყველაზე დიდი სასჯელია

მიხეილ სააკაშვილი – ჩემი ამოცანაა, მქონდეს საშუალება, ვიყო თავისუფალი და გადავადგილდებოდე საქართველოში