მიხეილ სააკაშვილი – მე მასამართლებთ იმაზე, რასაც დღეს ყოველდღე აკეთებს მთავრობა

ავტორი
Front News საქართველო
მოიხსნას გრიფი “საიდუმლო” დღევანდელ სამთავრობო ხარჯებზე, იმიტომ რომ მე მასამართლებთ იმაზე, რასაც დღეს ყოველდღე აკეთებს მთავრობა, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ჩართვისას განაცხადა.
სააკაშვილის თქმით, მისი გათავისუფლების მოთხოვნას უკვე ათასობით მოქალაქემ მოაწერა ხელი და საქმეში ევროპარლამენტარებიც არიან ჩართული.
“ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს მინდა ვუთხრა, მე მესმის, რომ ის ხშირად ამბობს, მას შემდეგ, რაც ასობით ათასმა ქართველმა შეაგროვა ხელმოწერა ჩემს გათავისუფლებაზე და ევროპარლამენტმა, მრავალმა სახელმწიფოს ხელმძღვანელმა მიმართა ის ამბობს, რომ ეს არის მორალური საკითხი. ქალბატონო სალომე, მორალური საკითხი არ არის. ასევე ის, რომ მოიხსნას გრიფი “საიდუმლო” დღევანდელ სამთავრობო ხარჯებზე, იმიტომ რომ მე მასამართლებთ იმაზე, რასაც დღეს ყოველდღე აკეთებს მთავრობა. თქვენ გაქვთ უფლებამოსილებაში, მოხსენით და ეს ავტომატურად შეწყვეტს ამ პროცესს, მღებრიშვილის ჩვენების შემდეგ საქმე ავტომატურად უნდა გამოცხადებულიყო დახურულად და გამოსულიყო გამამართლებელი განაჩენი. თუ გამოაქვეყნებთ დღევანდელ ხარჯებს, ეს ზუსტად მოხდება”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი




