
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ორი ქართველის სამხედროს დაღუპვის ფაქტს ეხმაურება.
“ძალიან სამწუხარო ფაქტი – ორი ქართველი მოხალისე დაგვეღუპა. მინდა ყველას მოვუწოდო, ვინც უკრაინაში მიდის – თუ საერთოდ არ გაქვთ რაიმე სამხედრო მომზადება გავლილი, ნუ ჩაეწერებით შეიარაღებულ შენაერთში. ადგილზე ბევრი სხვა სახის დახმარებაა შესაძლებელი. დაეხმარეთ საგანგებო სიტუაციების სამსახურს, სამედიცინო ბრიგადებს. წინა ხაზზე გასვლა სულ სხვა მომზადებას საჭიროებს.
მე რომ იქ ვიყო, წინა ხაზზე გავიდოდი, ვინაიდან 2 წელი ჯარშიც ვიმსახურე და საქართველოში რეზერვისტის კურსიც გავლილი მაქვს“, – წერს სააკაშვილი.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს