მიხეილ სააკაშვილი – მე ვარ ამის მოწმე არაერთხელ, ივანიშვილი ქართული ეკლესიის და პატრიარქის პირადი მტერი იყო


ავტორი
Front News საქართველო
ამ ყველაფერს ერთი პასუხისმგებელი, ერთი დამვალებელი და ერთი გამკეთებელი ჰყავს, ეს არის – ივანიშვილი, – ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სუს-ის საიდუმლო მასალების გავრცელების ფაქტებს.
მისი მტკიცებით, ეკლესიისა და პირადად პატრიარქის დისკრედიტირება სწორედ ივანიშვილის ინტერესებში შედიოდა.
“ამ ყველაფერს ერთი პასუხისმგებელი, ერთი დამვალებელი და ერთი გამკეთებელი ჰყავს, ეს არის – ივანიშვილი. ივანიშვილის ამოცანა არის, განადგურება ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის. მან, პრაქტიკულად, გაანადგურა პარლამენტი ქუთაისში და იქიდან გადმოიტანა, მთლიანად მოსპო ადგილობრივი თვითმმართველობა, ის შეეცადა ქართული მედიის განადგურებას, არ გამოუვიდა ჯერჯერობით, და მას ყოველთვის ძალიან აღიზიანებდა, მე ვარ ამის მოწმე, ქართული ეკლესიის და ყოველთვის პატრიარქის პირადი მტერი იყო, მე ვარ ამის მოწმე, არაერთხელ.
ზუსტად ვიცი, რაზე ვსაუბრობ და აქედან წარმოდგა ის უამრავი პროვოკაცია, სიბინძურე, ჭორების გავრცელება, სისხლის სამართლის საქმეები და ახლა კომპრომატის შეგროვება პირად ცხოვრებაზე და ათასგვარი უბედურება”, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/video.php?height=316&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FSaakashviliMikheil%2Fvideos%2F871160780432813%2F&show_text=false&width=560&t=0″ width=”560″ height=”316″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share” allowFullScreen=”true”></iframe>
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი – ჩრდილოვანი მმართველობა ჩემს პარტიაში არც არასოდეს ყოფილა და არც იქნება, მე ვარ ამის გარანტია

მიხეილ სააკაშვილი – არსად აღარ იღებენ საქართველოს მთავრობას და აქ ჩამოდიან მხოლოდ სააკაშვილის საკითხზე, რადგან მე ვარ პუტინის პირადი ტყვე

მიხეილ სააკაშვილი – 3 ივლისს, მე, პუტინის პირადი ტყვე, მთელი სულით და გულით ვიქნები რუსთაველზე