Logo

მიხეილ სააკაშვილი - სხვანაირად ამას კოლაბორაციონიზმი და ხალხის დაღალატება ჰქვია

პოლიტიკა
274
Frontnews image description

მეგობრებო, “ლელოდან“, შეწყვიტეთ შტრაიკბრეხერობა, ნუთუ თქვენმა საკუთარმა გამოცდილებამ არაფერი გასწავლათ? დიქტატურასთან საუბარი გამოუვა მხოლოდ ერთიან ოპოზიციას და მხოლოდ ძალის პოზიციიდან, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, სხვანაირად ამას კოლაბორაციონიზმი და ხალხის დაღალატება ჰქვია.

“მეგობრებო, “ლელოდან“, შეწყვიტეთ შტრაიკბრეხერობა, ნუთუ თქვენმა საკუთარმა გამოცდილებამ არაფერი გასწავლათ? დიქტატურასთან საუბარი გამოუვა მხოლოდ ერთიან ოპოზიციას და მხოლოდ ძალის პოზიციიდან. სხვანაირად ამას კოლაბორაციონიზმი და ხალხის დაღალატება ჰქვია. ან ვიქნებით ერთად, ან გავქრებით, მხოლოდ უკომპრომისო, შეუპოვარი ბრძოლით გავიმარჯვებთ. ვინც იბრძვის, ის იმარჯვებს და არა ის, ვინც მუხლებზე დამდგარი იხვეწება შეწყალებას.

არც ის მგონია შემთხვევითი, რომ ეს „ინიციატივა“ გამოაგორეს ოპოზიციური ალიანსის გააქტიურების ფონზე. ეს აქტიურობა დიქტატურას ძალიან აშინებს. იმედს ვიტოვებ, რომ სულ მალე „ლელოსთან“ ერთად ვიქნებით გადამწყვეტ ბრძოლაში“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

"ლელო - ძლიერი საქართველოს" განცხადებით, "აუცილებელია გადაილახოს ურთიერთდაპირისპირება და დაიწყოს პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური მოლაპარაკებები „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის”.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები