Logo

მიხეილ სააკაშვილი - მიადგნენ ილიაუნის, შემდეგ ეგრევე მოჰყვება "საქართველოს უნივერსიტეტი" და "თავისუფალი უნივერსიტეტი", "კავკასია" და სხვები

პოლიტიკა
518
Frontnews image description

ივანიშვილს მყარად აქვს გადაწყვეტილი განათლებული ადამიანების გაქრობა საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"ილიაუნი, რომელიც ჩემს დროს და ჩემი აქტიური მონაწილეობით შეიქმნა - იხურება. მოხდა ის, რასაც მე ვამბობდი და ვაფრთხილებდი, მათ ვისაც „გეპეის“ არ გაუქმება გაუხარდა.

აი, მიადგნენ ილიაუნის, შემდეგ ეგრევე მოჰყვება „საქართველოს უნივერსიტეტი“ და „თავისუფალი უნივერსიტეტი“. ამის შემდეგ „კავკასია“ და სხვები.

ივანიშვილს მყარად აქვს გადაწყვეტილი, ყველა ქართველის განათლების დონის, საკუთარ განათლების დონემდე დაყვანა, ე.ი. განათლებული ადამიანების გაქრობა საქართველოში. ახლა კი წავიდეს ზოგიერთი და "ედებატონ" პითეკანთროპებს.

ამასობაში ჩვენთან ზეიმით აღნიშნეს აიათოლების ხელისუფლებაში მოსვლის წლისთავი”, - წერს სააკაშვილი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები